01:11 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 11:10:20, 1005 ნახვა

ეკონომიკა
Art Boutique Hotel - „სენტა ჯგუფი" თბილისში ოთხვარსკვლავიან სასტუმროს ხსნის

„სენტა ჯგუფმა“ თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ოთხვარსკვლავიანი, 30- ნომრიანი სასტუმრო გახსნა.

კომპანია "სენტა ჯგუფის" თანამესაკუთრემ ზაალ იაკობიძემ განაცხადა, რომ სასტუმრო, თბილისის მერიის პროგრამის - „იაფი კრედიტი“ -ს  დახმარებით ააშენეს, შემდეგ კი,  მართვაში გადასცეს ამ სფეროში მოღვაწე გამოცდილ კომპანიას.

მისივე თქმით, "სენტა ჯგუფი" ძირითადად, ნავთობპროდუქტების მიმართულებით მუშაობს, თუმცა სამშენებლო ბიზნესშიც აქტიურად ოპერირებს.

"სენტა ჯგუფს" ასევე ეკუთვნის ნუცუბიძის მესამე პლატოზე 12 სართულიანი საცხოვრებელი სახლი.

ზაალ იაკობიძემ იმედი გამოთქვა, რომ სასტუმრო წარმატებით იმუშავებს.

თაბუკაშვილის 33 ნომერში მდებარე სასტუმროს გახსნის ცერემონია დღეს 19 საათზე გაიმართება.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის არიან თბილისის მერი და მისი მოადგილეები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics