22:44 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-21 11:31:10, 602 ნახვა

საზოგადოება
აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2016 წლის 3 თვის ანგარიშს აქვეყნებს

აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2016 წლის 3 თვის ანგარიშს აქვეყნებს.

ბიუროს ინფორმაციით, 2016 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის განმავლობაში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში დავალიანების გადახდის შესახებ 4 569  აპლიკაცია შევიდა. აღნიშნულ პერიოდში  შესულ აპლიკაციათა რაოდენობა გაცილებით მეტია წინა წლების იგივე პერიოდთან შედარებით.

„2016 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში მრჩევლების მიერ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე წარმოებაზე უარი ეთქვა 73 აპლიკანტს, ხოლო ქეის მენეჯერებს წარმოებაში გადაეცათ 3 156  აპლიკაცია.

ქეის მენეჯერების მიერ 2016 წლის პირველი 3 თვის მანძილზე წარმოებაში მიღებული 3 156 აპლიკაციიდან დასრულდა 1 981, მათ შორის ნებაყოფლობით გადახდის ვადაში გადახდა განხორციელდა 36 საქმეზე, ხოლო მორიგებით დასრულდა 430 საქმე.

აპლიკაციების შემოსვლის დინამიკა მზარდია და შესაბამისად, 2016 წელს შემოსულ აპლიკაციათა რაოდენობა გაცილებით მეტია წინა წლებთან შედარებით. სერვისის მოთხოვნა იზრდება, რადგან ხშირია გადაწყვეტილებები თანხის განწილვადების შესახებ, ასევე გამარტივებული საქმისწარმოების შედეგად იზრდება მორიგებით და ნებაყოფლობით გადახდის ვადაში დასრულებული საქმეები.

გამარტივებული საქმისწარმოება არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა. აპლიკანტს შეუძლია მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაში, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია. დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, თითოეული საქმე გადაეცემა გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურის ქეის მენეჯერს“, - ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics