00:40 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-20 18:14:01, 1179 ნახვა

ეკონომიკა
ლარის კურსთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები დღეს ეკონომიკის სამინისტროში შეიკრიბნენ და ეროვნული ვალუტის მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ სამუშაო შეხვედრას  ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრი დავით შავლიაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია, საპარტნიორო ფონდის წარმომადგენელი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.  
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, შეთანხმებული ერთიანი სამოქმედო გეგმის პირობებში, ლართან დაკავშირებული  სიტუაცია  გამოსწორებას ექვემდებარება.
„განვიხილეთ მიმდინარე ოპერატიული ინფორმაცია სავალუტო კურსთან დაკავშირებით, ვიმსჯელეთ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე. ასევე გავიარეთ კაპიტალური დანახარჯების კუთხით ხარჯვის ოპერატიული ინფორმაცია. სიტუაცია მარტივი არ არის. ბევრი კომპონენტის შესრულებაა საჭირო იმისათვის, რომ ვითარება გამოსწორდეს. შეთანხმებული ერთიანი სამოქმედო გეგმის პირობებში, ვფიქრობთ, რომ სიტუაცია უახლოეს პერიოდში ძალიან მარტივად ექვემდებარება გამოსწორებას. საჭიროა ერთიანი მუშაობა როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდანაც“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმაც გააკეთა.
მისი თქმით, არსებული პრობლემების გადაწყვეტა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელების ერთობლივი მუშაობით იქნება შესაძლებელი.
„დღევანდელ ტრადიციულ შეხვედრაზე დავსახეთ ძალიან კონკრეტული გეგმები იმასთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში როგორ მოხდეს სიტუაციის გაუმჯობესება. ვფიქრობთ, რომ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე განსაკუთრებით ეროვნული ბანკის ხელმძღვანელების ერთობლივი სინქრონული მუშაობით შესაძლებელი იქნება არსებული პრობლემების გადაწყვეტა“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ხვალ 1 დოლარის შეძენა 2.1771 ლარად იქნება შესაძლებელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics