2016-04-13 00:15:44, 449 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: 16-17 აპრილიდან ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებს დავიწყებთ
"16-17 აპრილიდან ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებს დავიწყებთ" - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა "არჩევანში" განაცხადა.
ის ხელისუფლებას საპროტესტო აქციებით ემუქრება. ინაშვილი საარჩევნო კანონის შეცვლას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობასა და მასიურ გამოსვლებს აანონსებს.
"მე მინდა, დავაანონსო, რომ 16-17 აპრილიდან საპროტესო აქციების იმ კამპანიას დავიწყებთ, რომელიც საარჩევნო გარემოსთან იქნება დაკავშირებული. ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებზე ვსაუბრობ. კარგად მომისმინოს ქართულმა ოცნებამ, შეცვალოს საარჩევნო გარემო, მიიღონ ცვლილებები, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ. რა გავაკეთოთ, 200 კაცი დავჯდეთ საშიმშილოდ? მოვალთ ბატონო, არაა პრობლემა, მაგრამ აღარ ავდგებით ისე, სანამ თქვენ არ გადაგაყენებთ," - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან