2016-04-11 14:56:27, 458 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენფუმს არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება.
ამის შესახებ ბაქრაძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების აზრი ერთიანი და მობილიზებულია.
„ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების აზრი არის ერთიანი და მობილიზებული. ეს იქნება ყველანაირი საერთაშორისო ნორმის და სტანდარტის დარღვევა და ეს იქნება საერთაშორისო სამართლის იგნორირებით განხორციელებული ქმედება. მას არავითარი იურიდიული ძალა არ ექნება“,- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან