2016-04-11 11:48:34, 390 ნახვა
პოლიტიკა
NDI: 56% ფიქრობს, რომ ლარის კურსის დაცემამ მათ ოჯახებზე უარყოფითი გავლენა იქონია
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა - 56% ფიქრობს, რომ ლარის კურსის დაცემამ დოლართან მიმართებაში მათ ოჯახებზე უარყოფითი გავლენა იქონია.
კერძოდ კითხვაზე, რა გავლენა იქონია, თუ საერთოდ იქონია თქვენს ოჯახზე ლარის კურსის დაცემამ დოლართან მიმართებაში, გამოკითხულთა 40% ამბობს, რომ ზოგადად უფრო ნაკლებად ყიდულობს იმ საგნებს რაც სჭირდება, 4% თვლის, რომ ლარის კურსის დაცემას საერთოდ არ მოუხდენია გავლენა, ხოლო 1%-მა არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში მიმდინარეობდა.
საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 3,900 პირი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან