2016-04-11 11:40:27, 449 ნახვა
პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის - 39%-ის აზრით საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა - 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.
კერძოდ, კითხვაზე - როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო? გამიკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 36% მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, ხოლო 20%-ის აზრით საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.
კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში მიმდინარეობდა.
საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 3,900 პირი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან