20:59 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 11:25:25, 427 ნახვა

პოლიტიკა
NDI- კვლევის მიხედვით, პროდასავლურ კურსს უპირიბოდ 14% უჭერს მხარს, ხოლო უპირობო პრორუსულ კურსს 5%

NDI: 52% ფიქრობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პროდასავლური იყოს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად საქართველოს მოსახელეობის 52% ფიქრობს, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი უნდა იყოს, თუმცა კარგი ურთიერთობა უნდა შინარჩუნოს რუსეთთან. 16% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარო კურსი პრორუსული უნდა იყოს, თუმცა კარგი ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს ევროკავშირთან და ნატოსთან. პროდასავლურ უპირობო კურსს 14% უჭერს მხარს, ხოლო უპირობო პრორუსულ კურსს 5%-ს.

კერძოდ, კითხვაზე თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა, NDI-ის კვლევის თანახმად გამოკითხულთა უმრავლესობის 52% ფიქრობს, რომ პროდასავლური, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან. კვლევის მიხედვით, 14 % ფიქრობს, რომ საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პროდასავლური, 16% -ის აზრით კი პრორუსული, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატოსთან. ამასთან, გამოკითხულთა 5% აზრით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პრორული. 11 %-მა უპასუხა, რომ არ იცის, ხოლო 1 %-მა უარი თქვა კითხვაზე.

კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში მიმდინარეობდა.

საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 3,900 პირი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics