2016-04-11 11:20:09, 410 ნახვა
პოლიტიკა
NDI: საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხედ გამოკითხულთა 47% რუსეთს, 8% კი,
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს.
კერძოდ, კითხვაზე- რომელი ქვეყანა, ან ორგანიზაცია წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს, გამოკითხულთა 47% - მა რუსეთი დაასახელა, 8%- მა- " ისლამური სახელმწიფო", 7%- მა- აშშ, 5%- მა თურქეთი, 2%- მა- ნატო, სომხეთს, ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხედ გამოკითხულთა 1- 1% მიიჩნევს.
კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში მიმდინარეობდა.
საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 3,900 პირი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან