14:05 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 11:02:29, 561 ნახვა

საზოგადოება
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა 2012 წლის არჩევნების შემდეგ თავს ”იგივე მდგომარეობაში” მიიჩნევს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თავს ”იგივე მდგომარეობაში” მიიჩნევს.

კერძოდ, კითხვაზე: 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ როგორ მდგომარეობაში ხართ თქვენ და თქვენი ოჯახი, რესპონდენტთა 10%-მა განაცხადა, რომ ”უკეთესად”, 47%-ის თქმით, ”იგივე მდგომარეობაში”, 42 % კი, აცხადებს, რომ ”უარესად”.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები  23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში მიმდინარეობდა.

საქართველოს მასშტაბით,  პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 3,900 პირი გამოიკითხა.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს  და  CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics