2015-02-19 17:09:22, 531 ნახვა
პოლიტიკა
„მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 65 ხმით, 33ი-ს წინააღმდეგ მიიღო კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით, ახლებურად განისაზღვრა მთელი რიგი მუხლები, ახლებურად ჩამოყალიბდა ტერმინების - „კომერციული რეკლამა“ და „ტელეშოპინგი“ დეფინიციები. განისაზღვრა კომერციული რეკლამის მოცულობა კონკრეტულ შემთხვევებში. ტერმინთა განმარტებას ასევე დაემატა - პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება და შესაბამისი მუხლი აისახა კანონშიც. განისაზღვრა „სამაუწყებლო საათი“-ს განმარტება. დაზუსტდა სოციალური რეკლამა და ასევე ზოგიერთი სხვა დეფინიცია. განისაზღვრა სპონსორების შესახებ მითითების და სპონსორზე მითითების აკრძალვის რეგულაციები და კანონს ასევე დაემატა ჩამონათვალი იმ სახის პროგრამებისა, რომელთა სპონსორობაც იკრძალება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან