22:25 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 16:45:25, 347 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ხადური: სრულყოფილი საარჩევნო კამპანია ბოლო 2 თვის განმავლობაში იქნება

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის თარიღი არ შეიცვლება და  აქტიური საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე ბოლო  2 თვის განმავლობაში იქნება.

"2 თვის განმავლობაში იქნება სრულყოფილი საარჩევნო კამპანია. დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმაც განაცხადა, რომ  პროგნოზირებისათვის, მათ შორის პოლიტიკური პროცესებისათვის არის ძალიან კარგი, რომ დღესვე ყველამ იცის,  რომ 8 ოქტომბერს იქნება არჩევნები, მაგრამ  რაც შეეხება აქტიურ საარჩევნო კამპანიას, ის იქნება ბოლო ორი თვის განმავლობაში",-აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. ეს განკარგულება ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics