11:05 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 20:02:27, 572 ნახვა

საზოგადოება
ანა დოლიძე საჯარო მეტყველების კონკურსის ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო

„ბრიტანულ კუთხეში“ საჯარო მეტყველების მე-19 კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფინალურ ეტაპზე მონაწილეებმა საკონკურსო თემაზე პრეზენტაციები წარადგინეს. საკონკურსო თემა კი ასეთი იყო - „ყველაზე ადვილად ადამიანები მაშინ თმობენ ძალაუფლებას, როცა მიიჩნევენ, რომ მათ ის არ გააჩნიათ“.

კონკურსის გამარჯვებული გამოავლინა ჟიურიმ, რომლის წევრებიც სხვებთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე და ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი იყვნენ.

ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ მომავალ თაობებში ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანესია.

მე-19 საჯარო მეტყველების კონკურსში პირველი ადგილის მფლობელი გუგა სუხიაშვილი გახდა, მეორე ადგილი ირაკლი ქორქიას, ხოლო, მესამე - ეთერ ჭუმბურიძეს ერგო.

პირველი ადგილის მფლობელი საერთაშორისო ფინალში მონაწილეობის მისაღებად მაისში ლონდონში გაემგზავრება. საერთაშორისო ფინალში ინგლისურად მოლაპარაკეთა კავშირში გაერთიანებული 64 ქვეყნის საუკეთესო ორატორები მონაწილეობენ.

ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი (English Speaking Union) ლონდონში 1918 წელს დაარსდა. მას ინგლისის დედოფალი ელისაბედ II მფარველობს, პრეზიდენტი კი პრინცესა ანაა. საქართველო კავშირის წევრი 1998 წელს გახდა. პროექტის - კონკურსი საჯარო მეტყველებაში - ფარგლებში, ლონდონში საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა უკვე 34-მა ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics