|
2016-04-05 17:10:45, 458 ნახვა
პოლიტიკა
სახალხო დიპლომატიის ფორუმის მეორე დღე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბარს დაეთმო
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ნატოს კვირეულის ფარგლებში გამართული ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მეორე დღე საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბარს დაეთმო. „საქართველოს გზა ნატოს ვარშავის სამიტამდე: სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტური როლი“ - პანელის მონაწილეები იყვნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე ნატოს სახალხო დიპლომატიის საკითხებში ტედ ვაითსაიდი, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი და მონტენეგროს ნატოს წევრობისა და კომუნიკაციის კამპანიის კოორდინატორი ვესკო გარცევიცი. სესიას მოდერატორობას ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი უწევდა. პანელის მონაწილეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობები, შედეგები და მოლოდინები, ნატოს ვარშავის სამიტის დღის წესრიგი და 2016 წლის ნატოს სამიტამდე და შემდეგ სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა განიხილეს. ცალსახად აღინიშნა, რომ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის ყველა საჭირო ინსტრუმენტი გააჩნია. ამის შესახებ განაცხადი კი დეკემბერში გამართულ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გაკეთდა. პანელის მონაწილეებმა გლობალური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილზეც გაამახვილეს ყურადღება. შოთა ღვინერიამ უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის კუთხით მხოლოდ საქართველოს გააჩნია ისეთი მექანიზმები, როგორიცაა ნატო-საქართველოს კომისია, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა თუ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსთან დაახლოებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. შოთა ღვინერია ნატოს აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ საქართველო ნატოს ერთგული და საიმედო პარტნიორია. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა რეალურია და ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება. გამომსვლელებმა მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ საფრთხეებზეც გაამახვილეს ყურადღება. განსაკუთრებით გამოიყო სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტები, ტერორიზმისა და აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხე, ლტოლვილთა მიგრაცია, ასევე რუსეთის პოლიტიკა. როგორც ტედ ვაითსაიდმა აღნიშნა, აშშ მზადაა თავდაცვის სფეროში დაფინანსება მნიშვნელოვნად გაზარდოს. მისივე თქმით, საჭიროა თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა, შეკავების პოლიტიკა და დიალოგი რუსეთთან. ნატო-ს სახალხო დიპლომატიის ფორუმს, რომელიც ტრადიციულად ბრიუსელში იმართება, საქართველო პირველად მასპინძლობს. მის მუშაობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლები, ასევე, ნატო-ს შტაბ-ბინის წარმომადგენლები და სახალხო დიპლომატიისა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე მოწვეული ექსპერტები და მკვლევარები მონაწილეობენ.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)