17:00 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 19:44:23, 372 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე: შემიძლია დავიგინო, ახალი პოლიტიკური ცენტრი უმრავლესობას არ შეავსებს

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის  განცხადებით, ისინი უმრავლესობის რიგებს არც ერთ შემთხვევაში  არ შეავსებენ.

როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტში ახლა არის სრული ქაოსი და დეპუტატები ვერ გარკვეულან,  ვინ რას უჭერს მხარს.

"ახალი პოლიტიკური ცენტრი შეავსებს თუ არა უმრავლესობას? შემიძლია ახლავე დავიფიცო, დავიგინო, რომ ასეთი რამე არ მოხდება. პარლამენტში ამწუთში არის სრული ქაოსი ისედაც, უმრავლესობის შიგნითაც კაცმა არ იცის, ვინ რას უჭერს მხარს და ვინ რას აკეთებს და  რეალურად რღვევის პროცესს ვადევნებთ თვალყურს.მგონია, რომ არჩევნებამდე ეს უმრავლესობა ასე ვერ მივა. რადიკალური ამით არაფერი მოხდება, ჩამოიშლებიან, ჩამოიშლებიან",-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, დღეს პოლიტიკურმა გაერთიანება  "ეროვნულმა ფორუმმა"  კოალიცია "ქართული ოცნების" შემდეგ, უმრავლესობაც დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics