15:40 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-03 18:00:58, 458 ნახვა

პოლიტიკა
კახა შარტავა: კოალიციამ იმუშავა ისე, როგორც შეეძლო ემუშავა

 „ვფიქრობ, კოალიციამ  იმუშავა ისე, როგორც შეეძლო ემუშავა, სასურველია თუ არა უკეთესი, რა თქმა უნდა, კი“,-ამის შესახებ „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა  კახა შარტავამ „ექსპო ჯორჯიაში“ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვეცადეთ, რაც შეიძლება გვიან მიგვეღო ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, რომ რაიმე რყევები არ გამოგვეწვია და ჩვენც კარგად გვეფიქრა. დამოუკიდებლად წასვლა, თუ არ წასვლა, ორივე რთულია და ორივეს თავისი პლუს-მინუსები აქვს.როცა დამოუკიდებლად წასვლის გადაწყვეტილებას ღებულობ, ამის რეალიზებას დრო სჭირდება. ეს არის ის მინიმალური დრო, რომელიც შეიძლება ეყოს პარტიას, რომ არჩევნებისთვის მოემზადოს. ვფიქრობ, კოალიციამ იმუშავა ისე, როგორც შეეძლო, რომ ემუშავა. პოლიტიკაში და ისტორიაში ძნელია დააყენო საკითხი- შეიძლება თუ არა უკეთესი და უარესი. კეთდება ისე, როგორც კეთდება, სასურველია თუ არა უკეთესი, რა თქმა უნდა, კი. შეფასების უფლებას თავს ვერ მივცემ“,-განაცხადა კახა შარტავამ. შეგახსენებთ, " ეროვნულმა ფორუმმა" კოალიცია " ქართული ოცნება" დატოვა.პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ასევე, არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics