|
2026-05-09 13:05:32, 2135 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
"გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას და თაობების იმედს,– ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. "დამოუკიდებლობის აღდგენიდან, ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, თქვენ გვერდით, როგორც მტკიცე და საიმედო პარტნიორი. ევროკავშირი ეხმარება საქართველოს წინსვლაში და რაც მთავარია, ცვლის ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ. და თუ მაინც, დღემდე ჩნდება კითხვა - რა არის ევროპა - ნება მომეცით გითხრათ: ევროპა არის მრავალფეროვნების სივრცე, სადაც თითოეული სახელმწიფო არათუ ინარჩუნებს, არამედ აძლიერებს თავის კულტურას, იდენტობასა და ტრადიციებს. საქართველო სწორედ თავისი უნიკალურობითა და მდიდარი კულტურით იწვევს ევროპის აღტაცებას. ჩვენ, თქვენ საამაყო ისტორიაში ვპოულობთ შთაგონებას. თუმცა, ევროპული ოჯახის წევრობისთვის ეს საკმარისი არ არის. ევროკავშირის გზაზე წინსვლა ეფუძნება დემოკრატიულ განვითარებას. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველომ შეაჩერა ევროკავშირისკენ სვლა. გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას და თაობების იმედს. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე - "ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი." ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდება. ამიტომ, მზად ვართ განვაახლოთ ერთად მუშაობა ამ მიზნის მისაღწევად. ევროკავშირის წევრობა არის მშვიდობისა და კეთილდღეობის შენარჩუნების საუკეთესო გზა. ამას ადასტურებს ევროკავშირის არსებობის თითქმის 80 წლიანი ისტორია. საქართველოს მომავალი, თავად ამ ქვეყანას და მის ხალხს, თქვენ გეკუთვნით. წინ, საქართველო, წინ!" - განაცხადა ჰერჩინსკიმ. როგორც დიპლომატმა საპასუხოდ განაცხადა, მასთან დაკავშირებულ განცხადებებს პერსონალურად არ იღებს. „საქართველოში ჩემი მუშაობის პირველი დღიდან ჩემი პოლიტიკაა, რომ არ გავაკეთო კომენტარები ქართველი პოლიტიკოსების მიერ ჩემზე გაკაეთებულ განცხადებებზე. მე ამას პერსონალურად არ ვიღებ. მე მაქვს დიდი პრივილეგია წარმოვადგენდე ევროკავშირს საქართველოში. ვცდილობ, ჩემი საქმე რაც შეიძლება კარგად შევასრულო“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)