19:25 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-30 17:53:56, 2333 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ

დღეს, ხუთშაბათს, 30 აპრილს, პლენარულ სესიაზე სტრასბურგში ევროპარლამენტმა მიიღო რეოლუცია, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე სპეციალური ტრიბუნალის სასწრაფოდ შექმნისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციას მხარი 446-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა 63, ხოლო 52-მა თავი შეიკავა.

მიღებული ევროპარლამენტის რეზოლუციით მოთხოვნილია რომელიც რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის ჩამოყალიბება „რაც შეიძლება მალე და სრულყოფილად“.

რეზოლუცია „უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე რუსეთის უწყვეტი თავდასხმების საპასუხოდ ანგარიშვალდებულებისა და სამართლიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ ხაზს უსვამს, რომ ევროპარლამენტი „მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერას, რათა ევროკავშირი მისი მმართველი კომიტეტის სრულუფლებიანი წევრი გახდეს“.

ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, შეუერთდნენ აღნიშნულ შეთანხმებას.

ვროპარლამენტარები ასევე მიესალმებიან ნიდერლანდების მზაობას, უმასპინძლოს სპეციალური ტრიბუნალის საწყის ფაზას და მოითხოვენ ძალისხმევის გაძლიერებას მეორე ფაზის მასპინძლობის შესახებ წინადადების დასასრულებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics