14:21 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-01 15:50:32, 367 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბირთვული მასალის კონტრაბანდის შემთხვევები გვქონდა, რაც საფრთხეს აძლიერებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას სახელით გამართულ სადილს დაესწრო და ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებს სიტყვით მიმართა.

 ნება მომეცით დავამატო, რომ  რეგიონული და გლობალური ბირთვული უსაფრთხოება შესაძლოა არსებითად დაზარალდეს შესაბამისი კონტროლის მექანიზმების განთავსებისა და საერთაშორისო [დამკვირვებლების] ჩართულობის გარეშე.

საქართველოს იმ ტერიტორიებზე  - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომელიც რუსეთის მხრიდან მიმდინარე ოკუპაციის გამო, ამჟამად საქართველოს ლეგიტიმური ცენტრალური ხელისუფლების ეფექტიანი კონტროლის მიღმა რჩება და, სადაც საერთაშორისო კონტროლის მექანიზმები არ ვრცელდება.

უფრო კონკრეტულად, ბოლო წლებში, ჩვენ გვქონდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბირთვული და რადიოაქტიული მასალის კონტრაბანდის რამდენიმე დაფიქსირებული შემთხვევა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საფრთხეს.

მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო  მზადყოფნა ღია და კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას და უარყოფითი ეფექტების შემცირებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics