18:31 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-21 10:55:06, 2272 ნახვა

სამართალი
პოლიციამ, მარნეულში ცრუ ჩვენების მიცემისა და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 11 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისა და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ მარნეულში, ბრალდებულებს შორის მომხდარი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაკავებულებმა უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და ასევე ფიზიკური დაპირისპირების დროს, ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღის გამოყენებით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა - 1994 წელს დაბადებულ ბ.ა.-ს.

„სამართალდამცველებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე პირების ვინაობა მალევე დაადგინეს და მათ მიმართ კანონით განსაზღვრული ზომების გატარება დაიწყეს.

დაკავებულთაგან შვიდმა პირმა, რომლებიც პირადად შეესწრნენ მომხდარ ფაქტს, არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და გამოკითხვის დროს ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს სამართალდამცველებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, დანაშაულში მონაწილე 11 პირი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო, რაც შეეხება კიდევ ერთ პირს, მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინება და მასზე ძებნა გამოცხადდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 239-ე და 370-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics