18:29 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-20 11:30:51, 1906 ნახვა

ეკონომიკა
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა

მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება როგორც თვის, ასევე წლიურ ჭრილში გაძვირდა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის მიხედვით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.5%-იანი მატება, ხოლო წინა თვესთან შედარებით ზრდა 1.5%-ია.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 33%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 2.11 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (42.8%);
დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4.03 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (7.8%) და სასმელებზე (6.2%);
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 2%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.22 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 5.5%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.17 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
2026 წლის თებერვალთან შედარებით ფასები 0.1%-ით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.01 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (1.8%), რამაც 1.43 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.

ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა სასმელებზე (4.7%) და კოქსზე და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე (27.1%). გარდა ამისა, ფასების 0.8 %-იანი მატება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.08 პროცენტული პუნქტი შეადგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics