21:14 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-18 21:25:02, 6947 ნახვა

საზოგადოება
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ორშაბათიდან, 20 აპრილიდან, მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ. ამის შესახებ კახა წიქარიშვილმა შაბათის მარშის დაწყებამდე განაცხადა. დღევანდელი შაბათის მარში დიუშენის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად იმართება, მისი თემაა - "მიეცით ბავშვებს წამალი!"

კახა წიქარიშვილის განცხადებით, აქციის ფორმით პროტესტს ყოველ ორშაბათს გამოხატავენ, დანარჩენ დღეებში კი მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთი მშობელი მაინც გაათევს ღამეს წამლის მოთხოვნით.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია (DMD) იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების ატროფიით (განლევით) და სისუსტით გამოიხატება. ორგანიზაციის "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" ცნობით, საქართველოში საქართველოში დიუშენით დაავადებული 100-მდე ბავშვია რეგისტრირებული. სათანადო მედიკამენტების და მკურნალობის არარსებობის გამო საქართველოში ყოველწლიურად ამ დაავადებით 1, 2 ან 3 ბავშვი იღუპება. 

ახალი პრეპარატები მსოფლიო ბაზარზე

ბოლო წლებში FDA-მ (აშშ) და EMA-მ (ევროპა) რამდენიმე რევოლუციური მედიკამენტი დაამტკიცა, რომელთა საქართველოში შემოტანასაც პაციენტთა თემები ითხოვენ:

  1. Elevidys (დელანდისტროგენ მოქსეპარვოვეკი): პირველი გენური თერაპია, რომელიც კუნთებში "მიკრო-დისტროფინის" წარმოებას უწყობს ხელს. ის განკუთვნილია 4 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.
  2. Duvyzat (გივინოსტატი): არასტეროიდული პრეპარატი (HDAC ინჰიბიტორი), რომელიც ამცირებს ანთებას და ანელებს კუნთების დაზიანებას. დამტკიცებულია 6 წლის ზემოთ პაციენტებისთვის.
  3. Agamree (ვამოროლონი): სტეროიდების ახალი თაობა, რომელიც ჩვეულებრივ ჰორმონოთერაპიასთან შედარებით ნაკლები გვერდითი ეფექტებით ხასიათდება.
  4. ეგზონ-ამომგდები თერაპია: ისეთი პრეპარატები, როგორებიცაა Amondys 45Exondys 51 და Vyondys 53, რომლებიც კონკრეტული გენეტიკური მუტაციების მქონე პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics