18:30 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-17 10:49:09, 3455 ნახვა

ეკონომიკა
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად

თიბისის მობაილბანკის განახლებები აერთიანებს ყველაფერს, რაც მომხმარებელს დღეს თანამედროვე, ციფრულ ყოველდღიურობაში სჭირდება. ეს კი, კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და დროის მნიშვნელოვნად დაზოგვას ნიშნავს. 

დავიწყოთ იმით, რომ პასკოდის აღდგენის პროცესში, უკვე შესაძლებელია სელფის გადაღების ნაცვლად, გამოიყენო ვერიფიცირებული ელ-ფოსტა.

მობაილბანკში მნიშვნელოვანი და კომფორტული სიახლეა მშობლებისთვის - კიდევ უფრო გამარტივდა თქვენი ბავშვისთვის რეგისტრაცია და ბარათის აღება, რომელიც უკვე ტელეფონის ნომრის გარეშეა შესაძლებელი; ხოლო ანგარიშის მართვა ორივე მშობელს შეუძლია.

თუ საერთო ხარჯები უკვე გახდა თქვენი საყვარელი ფუნქციონალი, სიახლე აქაც დაგხვდებათ - დავალიანების დაფარვას უფრო მარტივად შეძლებთ. გადარიცხვებისას ნაჩვენები ერთი რეკომენდირებული ანგარიშის შეცვლა უკვე შესაძლებელია. ასევე, გამარტივდა მეგობრის მოწვევა და ბალანსის მართვა ერთ სივრცეში.

განახლებული გადახდების გვერდი კი, გაძლევს შესაძლებლობას დაიწყო ახალი გადახდები რამდენიმე წამში, დააჯგუფო რამდენიმე გადასახადი და თითის ერთი დაჭერით, ერთდროულად გადაიხადო ყველა ხარჯი. ამასთან, შესაძლებელია შექმნა ხშირი გადახდების შაბლონები. 

განახლდა შედეგის გვერდებიც და უფრო მარტივად გაიგებ, ოპერაცია წარმატებით შესრულდა თუ არა.  

რაც შეეხება ანგარიშის QR კოდის გაზიარების გვერდს - ახალი დიზაინით კიდევ უფრო გამარტივდა QR-ის დასკანერება, გაზიარება, ჩამოტვირთვა, ასლის შექმნა და ამობეჭვდვა.  

ჩვენ ვუმარტივებთ ადამიანებს ცხოვრებას, ვამარტივებთ თქვენს ყოველდღიურობას მობაილბანკის ახალი ფუნქციონალებით, რომელსაც განსხვავებულ სიმაღლეზე აჰყავს ციფრული საბანკო ურთიერთობები. 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics