01:41 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-21 11:21:44, 2488 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ზენონი: გვჯერა, პატრიარქ ფილარეტის სულიერი მემკვიდრეობა კვლავ გამოიღებს კეთილ ნაყოფს

მეუფე ზენონი უკრაინის საპატიო პატრიარქ ფილარეტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრეცელებს, სადაც მას კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტად, უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად მოიხსენიებს.

"თქვენო უნეტარესობავ, მივიღეთ სამწუხარო ცნობა მისი უწმიდესობის, უწმიდესი ფილარეტის, კიევისა და სრულიად უკრაინის საპატიო პატრიარქის გარდაცვალების შესახებ.

გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა და ღრმა მწუხარება.

ამასთანავე, გულითადად გმადლობთ თქვენი უნეტარესობის მიერ გამოხატული თანაგრძნობისათვის, ნეტარხსენებული უწმიდესი და უნეტარესი პატრიარქის, ილიას გარდაცვალების გამო, რაც ჩვენთვის დიდ ნუგეშად იქცა ამ მძიმე დღეებში.

უწმიდესი პატრიარქი ფილარეტი, ისევე როგორც უწმიდესი პატრიარქი ილია, განსაკუთრებული და ეპოქალური მოღვაწენი იყვნენ უკრაინისა და საქართველოს უახლეს ისტორიაში. მათ მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნეს ეკლესიისა და ერის მსახურებას, და ეს ღვაწლი სამარადისოდ დარჩება ჩვენი და მომავალი თაობების სულიერ მეხსიერებაში.

ამ დღეებში, როდესაც სრულიად საქართველო გლოვობს ნეტარხსენებული პატრიარქის, ილიას გარდაცვალებას, ჩვენი მწუხარება კიდევ უფრო გაღრმავდა. ეს თანადროული დანაკარგი გვაფიქრებს ღვთის განუსაზღვრელ სიბრძნესა და სიყვარულზე - "როდესაც მოიწია დროის სისრულე..." (გალ. 4, 4). და ეს ჟამის სისრულე, ეს დრო საქართველოსა და უკრაინისათვის დადგა ერთად.

ეს არის ჩვენი რწმენის საიდუმლო, რომ მწუხარება გარდაიქმნება კურთხევად. ვესავთ ქრისტეს აღდგომის ნათელს, რომელშიც სიკვდილი აღარ არის დასასრული, არამედ მარადიულ ცხოვრებაში გადასვლა.

გვჯერა, რომ პატრიარქ ფილარეტის სულიერი მემკვიდრეობა კვლავ გამოიღებს კეთილ და კურთხეულ ნაყოფს, ხოლო ეკლესიის ცხოვრება განუწყვეტლივ გაგრძელდება მისი მოღვაწეობის მემკვიდრეობით.

ღმერთმა დალოცოს მისი უწმიდესობის, პატრიარქ ფილარეტის სული და დააწესოს იგი ადგილსა მას, სადაცა მართალნი განისვენებენ, ამინ!

ზენონი მთავარეპისკოპოსი დმანისისა და აგარაკ-ტაშირისა." - წერს მეუფე ზენონი სოციალურ ქსელში უკრაინის საპატიო პატრიარქის, ფილარეტის გარდაცვალების შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics