13:02 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 12:41:47, 394 ნახვა

პოლიტიკა
ხათუნა სამნიძე: შემდგომი თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება "ქართული ოცნების" დაანონსებულ განახლებასთან

„ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება პარტია "ქართული ოცნების" დაანონსებულ განახლებასთან“, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, პარტიის მინისტრები მინისტრთა კაბინეტში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ  და თანამდებობებს მხოლოდ პრემიერ-მინისტრის გადაწყეტილების საფუძველზე დატოვებენ.

„სამთავრობო თანამდებობებს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო, და არავითარ შემთხვევაში ოკუპანტი ქვეყნის ადგილობრივი სტალინელების, ვიდეოშანტაჟისტების, ან ანტინატოელების ულტიმატუმების ფონზე. ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება პარტია „ქართული ოცნების“ დაანონსებულ განახლებაზეც, მაგრამ ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილად ვერ იქნება შესაძლებელი, თუ პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელი კვლავ იქნება თავისუფალ რეჟიმში მოქმედი ინდივიდების საჯარო განცხადება. ჩვენ ვეცდებით, რომ ჩვენი ნაბიჯებით არ გაჩნდეს შეკითხვები ქვეყნის სტაბილურობასა და ხელისუფლების კურსთან დაკავშირებით", - განაცხდა პარტიის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, „რესპუბლიკელები“ პარლამენტში პარტიული ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებენ.

რესპუბლიკელი“ მინისტრები მთავრობაში ყოფნის პერიოდში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გააგრძელებენ პარლამენტის მიერ დამტკიცებული საპარლამენტო პროგრამების შესრულებას, მაგრამ პარლამენტში ვითარება იქნება პირიქით - ფრაქცია რესპუბლიკელები იხელმძღვანელებს პარტიული პოლიტიკური პრიორიტეტებით გარდა გარკვეული საკითხებისა, რომლებიც შესაძლოა წინასწარ შეთანხმდეს უმრავლესობის რეჟიმში“, - განაცხადა სამნიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics