16:56 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-05 16:57:38, 2274 ნახვა

პოლიტიკა
ალიევი: ვმობთ ირანის ტერორისტულ აქტს, უნდა გაკეთდეს ახსნა-განმარტება, მოგვიხადონ ბოდიში

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის აეროპორტზე ირანის დრონებით იერიშს "ტერორისტული აქტი" უწოდა და დაგმო ის. 

მისი თქმით< "ამ ტერორისტული აქტის ჩამდენი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცენ".

"დღეს ირანმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი აზერბაიჯანის ტერიტორიის, აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ. თავდასხმის სამიზნე სამოქალაქო ობიექტები იყო. აზერბაიჯანის სახელმწიფო მკაცრად გმობს ამ მახინჯს ტერორისტულ აქტს. ირანის ოფიციალურმა პირებმა უნდა გააკეთონ ახსნა-განმარტება, ბოდიში მოუხადონ აზერბაიჯანულ მხარეს. ამ ტერორისტული აქტის ჩამდენი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ", - თქვა ილჰამ ალიევმა. 

5 მარტს დილას აზერბაიჯანულმა მედიამ დაწერა, რომ ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე დრონებით იერიში მიიტანა - ირანული დრონები ჩამოვარდა რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც, მათ შორის ერთ-ერთ სკოლასთან ახლოს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი.

ამასთან, საგარეო უწყებამ თქვა, რომ ეს თავდასხმა "ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის ზრდას".

აზერბაიჯანის საგარეო უწყების თანახმად, "აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები".

ცოტა ხნის წინ ირანმა იერიში უარყო და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ირანი "მეზობელ ქვეყნებს არ უმიზნებს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics