|
2026-02-27 19:08:56, 6766 ნახვა
ეკონომიკა
"მაზდა ცენტრი თეგეტამ" საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
„მაზდა ცენტრი თეგეტამ“, რომელიც იაპონური ბრენდის, Mazda-ს, ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში, გლობალური პარტნიორისგან საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მიიღო. კომპანიამ აღიარება მოიპოვა 2025 წლის განმავლობაში ბრენდის გაყიდვების მკვეთრი ზრდისა და ბაზრის გაფართოებაში განსაკუთრებული წვლილისთვის, ასევე გამორჩეული მარკეტინგული კამპანიებისთვის. კომპანიამ გასულ წელს რეკორდული რაოდენობის, 764, ავტომობილი გაყიდა, რაც 2024 წელს დაფიქსირებულ შედეგთან, 534 ერთეულთან, შედარებით 43%-ზე მეტით გაზრდილი მაჩვენებელია.
ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ დირექტორი: „საქართველოში Mazda-ს ბრენდის რეკორდული გაყიდვების კიდევ ერთხელ დაფიქსირება ჩვენი გუნდის დიდი შრომის, ერთგულებისა და სწორად დასახული სტრატეგიის შედეგია. წარმატების მიღწევაში დაგვეხმარა ისიც, რომ გასულ წელს ბაზარზე ახალი მოდელიც - CX60 Plug-in Hybrid - შემოვიყვანეთ, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა Mazda-ს ფლაგმანი მოდელის, CX5-ის, გაყიდვები. ეს წარმატება არა მხოლოდ გაყიდვების მაჩვენებლებზე აისახა, არამედ ბრენდის პოზიციონირებაზეც. გლობალურ რუკაზე დღეს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ვართ. გვაქვს ამბიცია, რომ აღნიშნული დინამიკა შევინარჩუნოთ, ახალ სეგმენტებში შევიდეთ და ბაზარზე ჩვენი წილი კიდევ უფრო გავზარდოთ“. Mazda ბრენდის საუკეთესო დისტრიბუტორებს უკვე 30 წელზე მეტია, ყოველწლიურად აჯილდოებს. ჯილდო ენიჭება იაპონური ბრენდის იმ წარმომადგენლობებს, რომლებიც წლიურ ჭრილში (YOY) გაყიდვების მკვეთრ ზრდას აჩვენებენ და რეალიზაციის კუთხით გამორჩეულ შედეგებს აღწევენ. შერჩევის პროცესში ასევე ფასდება მარკეტინგული აქტივობები და ინიციატივები, რომლებიც ბაზარზე ბრენდის პოზიციონირების გაძლიერებას უწყობს ხელს. საბა მჭედლიშვილი, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ეს ჯილდო ჩვენთვის Mazda-ს მხრიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა. გარდა გაყიდვების ზრდისა, ამ წარმატებაში დიდი წვლილი მარკეტინგული მიმართულებით განხორციელებულმა კამპანიებმაც შეიტანა. განსაკუთრებით გამოვყოფდი კამპანიას ტოჩინოშინის მონაწილეობით , რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ გლობალურად, Mazda-ს მხრიდანაც. ჩვენმა პარტნიორმა ის ერთ-ერთ საუკეთესო მარკეტინგულ აქტივობად დაასახელა. ვფიქრობთ, ეს აღიარება სწორმა სტრატეგიამ და შედეგებზე ორიენტირებულმა მიდგომამ განაპირობა. მიმდინარე წლისთვისაც ვგეგმავთ საინტერესო კამპანიებს, რომლებიც საქართველოში ბრენდის პოზიციონირებას კიდევ უფრო გააძლიერებს“. „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ აღნიშნული ჯილდო უკვე მეოთხედ მოიპოვა. Mazda-მ ის საუკეთესო დისტრიბუტორებს შორის პირველად 2020 წელს დაასახელა. საუკეთესო დისტრიბუტორებს შორის „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ხშირად დასახელება კომპანიის სტაბილური ზრდისა და ძლიერი ოპერაციული შედეგების დასტურია. მისი წარმომადგენლების განცხადებით, პარტნიორისგან საერთაშორისო აღიარება გუნდისთვის დამატებითი მოტივაციაა, რათა განვითარება და სწრაფი ზრდა მომავალშიც ასეთივე შემართებით განაგრძონ. -- „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და სერვისსაც სთავაზობს.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)