23:45 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-25 13:51:09, 5490 ნახვა

ეკონომიკა
ლიბერთის Top|Card 2 წლისაა

ლიბერთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფინანსური პროდუქტი — Top|Card 2 წლის გახდა. ამ პერიოდში ბარათი ათასობით მომხმარებლისთვის შეუცვლელ ფინანსურ ინსტრუმენტად იქცა, რომელმაც როგორც ყოველდღიური, ისე მსხვილი შენაძენებისას ხელმისაწვდომი, მარტივი და კომფორტული გადახდის გამოცდილება შექმნა.

Top|Card მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებით შეიქმნა: მან ერთ პროდუქტში გააერთიანა მოქნილი გადახდები, განვადება და საკრედიტო ლიმიტი.

 ბაზარზე გამოჩენისთანავე ბარათმა მომხმარებლის ნდობა მოიპოვა, რის შედეგადაც ორი წლის განმავლობაში მფლობელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით პარტნიორი ობიექტების ქსელიც გაფართოვდა.

მომხმარებლები აქტიურად სარგებლობენ 0%-იანი გადანაწილების შეთავაზებებით, რაც მათ ხარჯების მოქნილად დაგეგმვაში ეხმარება. დღეს Top|Card თანაბარი წარმატებით გამოიყენება როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ისე ონლაინ შოპინგისთვის. მისი მთავარი უპირატესობა ინდივიდუალური საკრედიტო ლიმიტი და თანხის სასურველ პერიოდზე გადანაწილების შესაძლებლობაა. გარდა ამისა, ბარათის მფლობელები სპეციალური აქციების ფარგლებში მაღალი ქეშბექითაც სარგებლობენ.

ლიბერთის პრემიუმ სეგმენტის, Studio Liberty-ის წევრებისთვის, ექსკლუზიურად შეიქმნა Top|Card Black Edition. გაუმჯობესებულ ქეშბექთან ერთად, ბარათი მფლობელებს დამატებით სამოგზაურო ბენეფიტებს სთავაზობს:

• წვდომა 1,200-ზე მეტ აეროპორტის ლაუნჯზე;

• Fast Track სერვისი;

• საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევა;

• კონსიერჟის მხარდაჭერა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში — ყოველგვარი სავალდებულო ბრუნვის მოთხოვნის გარეშე.

Top|Card-ის აღება შესაძლებელია ლიბერთის ფილიალებში, პარტნიორ ობიექტებში განთავსებულ გაყიდვების წერტილებში ან დისტანციურად, ონლაინ განაცხადის შევსებით. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics