22:54 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-23 12:41:37, 3222 ნახვა

ეკონომიკა
Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა - 2026 წელი სავალუტო შემოდინებების პოზიტიური დინამიკით დაიწყო

გასულ კვირაში გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები აჩვენებს, რომ მიმდინარე წელი საკმაოდ კარგი სავალუტო შემოდინებებით დაიწყო, რაც ლარის გაცვლით  კურსზე და ეკონომიკურ აქტივობაზე დადებით გავლენას ახდენს.

ფულადი გზავნილები: პოზიტიური დინამიკა იანვარში

2026 წლის იანვარში ფულადი გზავნილები წლიურად 16.6%-ით გაიზარდა და $282.6 მლნ  შეადგინა. ზრდა დაფიქსირდა ყველა ძირითადი დონორი ქვეყნიდან. გალტ & თაგარტის პროგნოზით, 2026 წელს ფულადი გზავნილები $3.8 მლრდ-ს მიაღწევს, რაც $200 მლნ-ით ზრდაა 2025 წლის ფაქტიურ მაჩვენებელთან შედარებით.

საგარეო ვაჭრობა: 2026 წელი ექსპორტის მაღალი ზრდით დაიწყო

2026 წლის იანვარში ექსპორტის მკვეთრი ზრდის და იმპორტი შემცირების შედეგად, სავაჭრო დეფიციტი საგრძნობლად შემცირდა. იანვარში, ექსპორტმა $480 მლნ შეადგინა, იმპორტმა – $1.1 მლრდ, ხოლო სავაჭრო დეფიციტი $649 მლნ იყო. ამასთან, ექსპორტის გეოგრაფიულ სტრუქტურაში აღსანიშნავია ევროკავშირის მიმართულება, რომელზეც ექსპორტის 16.1% მოდიოდა და სადაც ექსპორტი წლიურად 45.4%-ით გაიზარდა. დსთ-ის ქვეყნებზე ექსპორტის 46.7% მოდიოდა, თუმცა ამ მიმართულებით 13.4%-იანი წლიური კლება აღინიშნა. სხვა ქვეყნებში ექსპორტმა მთლიანი მოცულობის 37.2% შეადგინა, რაც წლიურად თითქმის გაორმაგებულ დონეს წარმოადგენს.

 

უმუშევრობა: 2025 წელს უმუშევრობა 13.9%-ზე შენარჩუნდა

2025 წლის მე-4 კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.3% შეადგინა. შედეგად, 2025 წელს უმუშევრობის დონემ 13.9% შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით უცვლელია.

ფულადი ბაზარი: ძლიერი მოთხოვნა ნარჩუნდება

2026 წლის 17 თებერვალს ფინანსთა სამინისტრომ გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების ერთი აუქციონი ჩაატარა. მოთხოვნა შეთავაზებას 4.4-ჯერ აღემატებოდა, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 0.252 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

გალტ & თაგარტის კვირის ეკონომიკურ მიმოხილვას სრულად გაეცანით აქ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics