10:24 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 18:21:36, 799 ნახვა

სამხედრო
მუხროვანში ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება დასრულდა

მუხროვანის სამხედრო ბაზაზე ერთობლივი, ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნების დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიალს საქართვლოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი დაესწრნენ.

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს მხარდაჭერისთვის. ყველა ასეთი სწავლება უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და შესაძლებლობას გვაძლევს, რომ უფრო თამამები ვიყოთ ნებისმიერი გამოწვევის წინაშე. ჩვენ გვჭირდება კარგად გაწვრთნილი, მობილური, საკუთარ თავში დარწმუნებული შეიარაღებული ძალები და ყოველი ასეთი სწავლება, სწორედ, ამ შესაძლებლობას იძლევა. ბიჭებს მინდა მადლობა ვუთხრა, რა თქმა უნდა, ენთუზიაზმისთვის, მინდა, მეთაურს მივულოცო ამ კურსის წარმატებით დასრულება და ვისურვო, რომ სულ უფრო მეტი მსგავსი შესაძლებლობა ჰქონოდეთ ჩვენს სამხედროებს“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

ერთთვიან სამხედრო სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის ასეული მონაწილეობდა. ქართველი სამხედროები ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მცირე ქვედანაყოფის ტაქტიკაში, საცეცხლე და სამედიცინო მომზადებაში, ასევე, დასახლებულ პუნქტში ბრძოლის ელემენტების შესრულებაში ვარჯიშობდნენ. წვრთნების დასრულების ცერემონიალს ამერიკის სამხედრო ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი დაესწრო. ერთობლივი წვრთნების დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე სამხედროებს მადლობის სიგელები გადაეცათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
CNN: პენტაგონი ირანზე ახალი დარტყმებისთვის სამიზნეების სიას ამზადებს
უკრაინამ ომის განმავლობაში მოსკოვის ოლქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს ენერგეტიკული ობიექტები, თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო და შერემეტიევოს აეროპორტი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics