09:30 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-09 11:27:49, 852 ნახვა

საზოგადოება
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული მშობლები კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული მშობლები "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მოითხოვენ. - ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებაშია ნათქვამი.

ისინი მოითხოვენ კობახიძე მათ დღესვე შეხვდნენ, ამისთვის მშობლები და პაციენტები კანცელარიასთან 15 საათზე მივლენ.

"დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ფატალური დაავადებაა რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების განლევას და ნაადრევ სიკვდილს. საქართველოში დიუშენის დისტროფიით დაავადებული 100 მდე ბავშვია. სახელმწიფო არ იღებს დგამს ნაბიჯებს მათი სიცოცხლის გადასარჩენად. მშობლებმა ჩავატარეთ აქციები ჯანდაცვის სამინისტროსთან და სახელმწიფო კანცელარიასთან, ასევე წერილით რამდენჯერმე მივმართეთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და ვითხოვეთ შეხვედრა, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. 

დღეს 3 საათზე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მივალთ სახელმწიფო კანცელარიაში და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მოვითხოვთ. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ან შეხვედრა არ ჩაინიშნა ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს და მივმართავთ უფრო მასშტაბურ ზომებს.  ჩვენ არ გავჩერდებით, რადგან ჩვენი შვილების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ბავშვების სიცოცხლის გადარჩენა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა." - წერია გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics