18:31 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-14 15:11:48, 2964 ნახვა

კომენტარი
სეფაშვილი ირანზე: არ მაქვს დაწვრილებითი ინფორმაცია, თუ რა და როგორ მიმდინარეობს

 არ მაქვს დაწვრილებითი ინფორმაცია, თუ რა და როგორ მიმდინარეობს  - თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ეკა სეფაშვილმა.

"ძალადობა, ნებისმიერი ფორმით გამოვლენილი, იქნება ეს მომიტინგეების მხრიდან თუ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან გამოვლენილი, არის დაუშვებელი. მე ძალიან ვწუხვარ ირანელი ხალხის გამო და იმედს გამოვთქვამ, რომ ირანელი ხალხის ნების შესაბამისად გადაწყდება მათი ქვეყნის მომავალი.

ვერ ვისაუბრებ ირანელი ხალხის მაგივრად. ირანში, დარწმუნებული ვარ, რომ არიან როგორც ხელისუფლების მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები. ვგმობ ნებისმიერი ტიპის ძალადობას რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს განხორციელებული. მე არა მაქვს დაწვრილებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა და როგორ მიმდინარეობს [ირანში]. - თქვა ეკა სეფაშვილმა.

ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები უწყვეტად, უკვე ორი კვირაა გრძელდება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics