|
2026-01-08 11:49:25, 2662 ნახვა
კომენტარი
პაპუაშვილი - ვენეციის კომისია პოლიტიკურ კომენტატორად გადაიქცა
აშშ-ის მიერ 66 ორგანიზაციის დატოვება იმ დასაბუთებით, რომ უსარგებლო, ფულის მფლანგველი ორგანიზაციებია, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ვამბობდით, რომ საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს, – ამის შესახებ ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის შეფასებით, ვენეციის კომისია ქვეყნების წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად იქცა. „66 ორგანიზაცია დატოვა აშშ-მა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ აღარ არსებობს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო წერიგი, რომლის ნაწილიც არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია და ამ ორგანიზაციის ფარგლებში საკითხების განხილვა მორღვეულია. ამერიკა გამოდის დასაბუთებით, რომ უსარგებლო, ფულის მფლანგველი ორგანიზაციებია, რაც თავისთავად აჩვენებს, რომ მათ სერიოზულობას წყალი აქვს შეყენებული. ასევე კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ვამბობდით, რომ საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. ვენეციის კომისია იქცა ქვეყნების წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად, რათა თავს მოახვიონ სხვადასხვა ინსტრუმენტი თუ ინსტიტუტები, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარეობს. საქართველოსთან დაკავშირებით ეს არაერთხელ ძალიან გამოჩნდა, როდესაც ნაცვლად სამართლებრივი დასკვნებისა და მოსაზრებებისა, პოლიტიკური დასკვნები, მოსაზრებები ვნახეთ. ეს აშკარად იკვეთება ვენეციის კომისიის ანგარიშებში, რაზეც ვენეციის კომისიისთვისაც გვაქვს შეხვედრების დროს ნათქვამი. ჩვენ ვართ ევროსაბჭოს წევრი, ვენეციის კომისია ევროსაბჭოს ერთ-ერთი ინსტიტუტია. ჩვენთვის, როგორც ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოსთვის, შემაშფოთებელია, რომ ვენეციის კომისიამ შეიცვალა საკუთარი პროფილი და პროფესიული, სამართლებრივი დასკვნების შედგენის ნაცვლად, ჩვეულებრივ პოლიტიკურ კომენტატორად გადაიქცა და პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე დებს სხვადასხვა მოსაზრებას, დასკვნებს. ზუსტად ეს დაადასტურა აშშ-მა, რომელმაც დატოვა ვენეციის კომისია დასაბუთებით, რომ უსარგებლო, ფულის მფლანგველი ორგანიზაციაა. ეს კიდევ ერთხელ აძლიერებს ჩვენს მოსაზრებას, რომ ვენეციის კომისია აცდენილია თავდაპირველ მისიას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)