|
2016-03-26 15:10:36, 1211 ნახვა
მსოფლიო
ბელგიის ქალაქ ლიეჟში 3 აფეთქება მოხდა - დაშავებულია 1 ადამიანი
ბელგიის ქალაქ ლიეჟში დღეს ღამით 3 აფეთქება მოხდა. აფეთქებების ორგანიზატორი დაკავებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო Belga ავრცელებს. როგორც მედია საშუალება იტყობინება, ქალაქ ლიეჟეში 3 აფეთქება დასახლებულ პუნქტთან მოხდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, აფეთქებები კრიმმინალური შინაარსის იყო. ძალოვანი უწყების ინფორმაციით, პირველი აფეთქება ადგილობრივი დროით 23:40-ზე მოლინგენის ქუჩაზე განხორციელდა. საცხოვრებელ სახლში შესასვლელი კარი აფეთქების ტალღამ გაანადგურა. დაშავდა 1 ადამიანი. მეორე აფეთქება 00:10-ზე ბელ ფლორის ქუჩაზე მოხდა, რის შემდეგადაც 00:30 მესამე აფეთქება ჟან ჟორეს ქუჩაზე მოხდა. სამართალდამცველებმა, აფეთქებებში ეჭვმიტანილი პირი უკვე დააკავა. ის დრეს დილით ლიეჟეს პროკურატურაში გადაიყვანეს. მთავრობამ აღნიშნულ ფაქტს ტერაქტის სტატუსი ჯერ არ მიანიჭა.
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)