|
2025-12-09 13:36:05, 5539 ნახვა
საზოგადოება
კომპანია Farmway-მ კახეთში ნუშის ბაღები გააშენა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი ქვეყანაში აგრო სექტორის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია Farmway-მ კახეთში ნუშის ბაღები გააშენა. პროექტის ჯამური ღირებულება 20 მლნ. ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 12 მლნ. ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დედოფლისწყაროში 240 ჰა. ფართობ ტერიტორიაზე ნუშის ბაღები გაშენდა. ინვესტიცია ნერგების შესყიდვას, სარწყავი სისტემისა და ბაღის გაშენებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდა. კომპანია მოსავლის ევროპაში, ემირატებში, ინდოეთსა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტს გეგმავს. „Farmways-ის მიზანია ხელი შევუწყოთ, განვავითაროთ და გარდავქმნათ აგროსექტორი საქართველოში. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვით და დამატებითი ღირებულების მქონე კულტურების მოყვანით, ჩვენ ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, ვზრდით ექსპორტს და ვაძლიერებთ საქართველოს პოზიციას გლობალურად, საერთაშორისო ბაზრებზე. საქართველოს ბანკთან პარტნიორობა გვეხმარება დასახულ მიზანს უფრო სწრაფად მივაღწიოთ - განვავითაროთ აგროსექტორი, დავნერგოთ თანამედროვე მიდგომები და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ“, - განაცხადა გიორგი სანიკიძემ, Farmway-ის გენერალურმა დირექტორმა. „საქართველოს ბანკი აგრო ბიზნესების გაძლიერებას და წახალისებას აგრძელებს. კომპანია Farmway-სთან პარტნიორობის ფარგლებში, კახეთში ნუშის ბაღები გაშენდა. 2025 წელს, დაახლოებით 120 ჰა. ფართობზე დაირგო ნუშის ნერგები, მეორე ნაწილის დარგვა კი 2026 წელს იგეგმება. კომპანია საბოლოოდ, სრულ მსხმოიარობაში 1440 ტონა ნუშის მოსავლის აღებას და მის საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაციას აპირებს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის და აძლიერებს რეგიონებს. გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ აგრო სექტორის გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)