11:36 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-05 13:57:41, 1177 ნახვა

პოლიტიკა
ბოჟაძე BBC-ს გამოძიებაზე - მგონია, სუს-მა მერაბიშვილი და სააკაშვილი უნდა დაკითხოს

ივანიშვილის დეპუტატი, ლადო ბოჟაძე BBC-ის გამოძიებას გამოეხმაურა. ბოჟაძე ამბობს, რომ მისი აზრით, ვახტანგ გომელაურზე ადრე გამოკითხვაზე წინა ხელისუფლების დროინდელი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი უნდა დაიბარონ. 

"მე მგონია, რომ სუს-მა ვახტანგ გომელაურზე ადრე ვანო მერაბიშვილი უნდა დაიბაროს და დაკითხოს და დაიკითხოს მიხეილ სააკაშვილიც, როგორც მაშინდელი პრეზიდენტი. დაველოდოთ, შეიძლება, სუს-მა ამით დაიწყოს [...]

ვისაც გამოძიება საჭიროდ ჩათვლის და ვისთანაც კითხვები ექნებათ, ყველა უნდა გამოიკითხოს [...] ვანო მერაბიშვილს ხომ უნდა გაახსენდეს, რა იყიდა? ყველა შესყიდვის საბუთები გაცემულია [...] ამხელა ამბავია ატეხილი და ვანო მერაბიშვილი დღემდე რატომ დუმს? ყველამ იცის, რომ მის დროს იყო შესყიდული [...] ინფორმაციის პირველწყარო არის ვანო მერაბიშვილი [...] ვახტანგ გომელაურიც უნდა დაიბარონ და ვანო მერაბიშვილიც. უნდა დაიბარონ ყველა, ვისი გამოკითხვაც საზოგადოებას სიმართლის მეტ ინფორმაციას მისცემს". - თქვა ბოჟაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

ცნობისთვის, გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics