07:59 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-04 19:48:42, 4621 ნახვა

ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით, ლისის ტბაზე პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსი - The Lake - აშენდება

თიბისიმ და დეველოპერულმა კომპანიამ Placemakers თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც ლისის ტბასთან ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება. პროექტის - The Lake - პირველ ფაზაში 47 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, საიდანაც 30 მილიონი ლარი თიბისის დაფინანსებაა.

საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფცია თანამედროვეობისა და ბუნებასთან ჰარმონიული ცხოვრების გაერთიანებას გულისხმობს. პროექტი ერთ სივრცეში კერძო სახლებსა და Lake house-ს მრავალფუნქციურ შენობას გააერთიანებს. კომპლექსში განთავსდება სხვადასხვა ტიპის გასართობი და დასასვენებელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის: ფიტნეს კლუბი, აუზი, ასევე, არტ გალერეა და რესტორანი; მოეწყობა ბიზნეს შეხვედრების სივრცეც, რომელიც განკუთვნილი იქნება LakeHouse-ის კლუბის წევრებისთვის.

პროექტის არქიტექტურაზე როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პროფესიონალები მუშაობენ. კომპლექსის მშენებლობა ორ ფაზად განხორციელდება, პირველი ეტაპი კი 2026 წელს უნდა დასრულდეს.

"მოხარული ვარ, რომ თიბისისა და Placemakers-ის პარტნიორობით, თბილისს კიდევ ერთი მაღალი კლასის კომპლექსი შეემატება. გამორჩეული მდებარეობა, არქიტექტურა და ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურა პროექტს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის; მნიშვნელოვანია, რომ The Lake ბაზარზე ახალ ხედვასა და მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებს, რაც თიბისისთვის პრიორიტეტულია. უძრავი ქონების სექტორი სწრაფად ვითარდება, რაშიც თიბისი აქტიურად მონაწილეობს - ბოლო 3 წელში ჩვენი პორტფელი 110%-ით გავზარდეთ; უძრავი ქონების დეველოპმენტში თიბისის დაფინანსება 1.9 მილიარდ ლარს შეადგენს და ბანკის წილი ბაზარზე 43%-ია."- გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

"ჩვენს გუნდს თიბისისთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. მოხარულები ვართ, რომ
Placemakers-ის პირველ პროექტს - The Lake - სწორედ ასეთი ძლიერი ფინანსური პარტნიორის
მხარდაჭერით ვახორციელებთ. დარწმუნებულები ვართ, რომ უძრავი ქონების ბაზარს ერთობლივად არაერთ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ."- ნოდარ ადეიშვილი, Placemakers-ის მმართველი პარტნიორი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics