|
2025-11-24 15:02:55, 937 ნახვა
პოლიტიკა
დარახველიძე: ნებისმიერ დაწესებულებაში ადამიანის შესახლებისას გაშიშვლება სავალდებულოა
"ოცნების" შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე განმარტავს, რომ დაკავებულის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ან საპატიმროში შესახლებისას გაშიშვლება სავალდებულოა, შესაძლო დაზიანებების აღწერის მიზნით. ასე გამოეხმაურა ის ბრიფინგზე "TV პირველის" დაკავებული ჟურნალისტის გიორგი მამნიაშვილის შესახებ დასმულ შეკითხვას - განხორციელდა თუ არა მის მიმართ კანონსაწინააღმდეგო მოქმედება. "ჩვენ ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად. კანონით გათვალისწინებულია, რომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნა, მისი დაუმორჩილებლობა, ეს არის სამართლებრივად დასჯადი ქმედება. შესაბამისად, ადამიანი, თუკი სჩადის მსგავს ქმედებას, ბუნებრივია, მის შემთხვევაში ხდება შესაბამისი ღონისძიების გატარება. ჩვენ წარვადგენთ ყველა იმ საჭირო მტკიცებულებას სასამართლოს წინაშე, სადაც განხილული იქნება, თუ რაში გამოიხატა მისი მხრიდან კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. რაც შეეხება გაშიშვლების ნაწილს, ნებისმიერ დაწესებულებაში, იქნება ეს დროებითი მოთავსების იზოლატორი თუ პენიტენციური დაწესებულება, როცა ხდება ადამიანის შესახლება, სავალდებულოა და ამას გვავალდებულებს ჩვენ სტამბოლის პროტოკოლი, რომ მოხდეს დაზიანების აღწერა. ასევე, ის ჩხრეკის საკითხები, რაც აუცილებელია, რომ მან არ შეიტანოს აკრძალული ნივთი დაწესებულებაში. ეს არის გათვალისწინებული ყველა დაწესებულებაში. ეს არის საერთაშორისო მოთხოვნა, სტამბოლის პროტოკოლის." - თქვა ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ტვ პირველის ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი საპროტესტო აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიჭირეს. მისი ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, ის " იზოლატორში გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს."
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)