09:32 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-20 15:18:47, 999 ნახვა

ეკონომიკა
სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია - Norwegian საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას იწყებს

საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ევროპული ავიაკომპანია, ნორვეჯიანი - Norwegian შემოდის. ნორვეგიის ყველაზე დიდი და სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით 2026 წლის ზაფხულიდან იფრენს. ისტორიაში პირველად, პირდაპირი რეგულარული რეისები დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქებს შორის 2026 წლის 27 ივნისიდან კვირაში ორი სიხშირით შესრულდება.

 საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Norwegian-თან პროაქტიული მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა. საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით კოპენჰაგენთან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აკავშირებდა.

2024 წელს დანიასა და  საქართველოს შორის პირდაპირი გზით 32,384 მგზავრმა ისარგებლა. ჯამურად კი, სკანდინავიის ქვეყნებიდან 2024 წელს საქართველოს 22,552 ვიზიტორი ეწვია.

სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian 1993 წლიდან ოპერირებს და მგზავრთა გადაყვანის მიხედვით, ევროპაში სიდიდით მეოთხე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. Norwegian 2021 წელს Skytrax-ის მიხედვით, ჩრდილოეთ ევროპის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად დასახელდა. ბილეთების შეძენა კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით  ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.


 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics