09:09 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-24 13:08:34, 835 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ღარიბაშვილზე: ძალიან მწყდება გული, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას

თბილისის მერი კახა კალაძე სამწუხაროს უწოდებს ყოფილი თანაგუნდელის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტს და აცხადებს, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ღარიბაშვილმა პოლიტიკური საქმიანობა რამდენიმე თვის წინ შეწყვიტა და მმართველი პარტიაც დატოვა.

„ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ვისმენთ მსგავსი ტიპის განცხადებებს ჩვენს ყოფილ თანაგუნდელთან დაკავშირებით. მე ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია ვიცნობ. 2012 წლიდან ერთად მოვდივართ, ჩვენი თანამებრძოლი იყო. ძალიან მწყდება გული, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას. იცით, რომ მან პარტია დატოვა, პოლიტიკური საქმიანობაც მიტოვებული აქვს. ამასთან დაკავშირებით, პირადად გააკეთა განცხადება პარტიის ოფისში, რამდენიმე თვის წინ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ღარიბაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით ინფორმაცია პროკურატურის მიერ გამართული ბრიფინგიდან გაიგო.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ - აღნიშნული ფაქტი, რასაც ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, ძალიან სამწუხარო და დასანანია. დამატებითს ვერაფერს ვიტყვი. დაველოდოთ შესაბამის უწყებებს და გამოძიებას. ის ავტომობილები, რომლითაც პრემიერ-მინისტრი გადაადგილდებოდა, სახელმწიფოს საკუთრებაა. რაც შეეხება ჩარტერული რეისით გადაფრენას, მან ამასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა და დღეს ეს საინტერესო არ არის. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ პასუხებს - როგორ წარიმართება ის და დასრულდება. მერე გააკეთეთ დასკვნები. მემგონი არ არის სწორი და ლამაზი წინასწარ საუბარი ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics