2025-10-14 17:37:20, 1045 ნახვა
სამართალი
დავით სტურუას სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაცია აუკრძალეს - ადვოკატი
ადვოკატის თქმით, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ დავით სტურუას სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაციაც აუკრძალეს.
"დავითთან რომ შევედი, ვუთხარი, მამაშენი ჩამოვიდა და პაემნის საკითხს აგვარებს-თქო და ასე მიპასუხა, რა პაემანი, მე ყველანაირი კომუნიკაცია და მიმოწერა აკრძალული მაქვსო - ტელეფონიც რომ მოვითხოვე, დარეკვა მინდა და ადვოკატთან მაინც დამარეკინეთ, რომ ვუთხრა, რა სიტუაციაში ვარო, ყოველგვარი დასაბუთებისა და ახსნის მიპასუხეს, რომ არა, შენ ყველაფერი აკრძალული გაქვსო - ეს იქნება სატელეფონო, თუ წერილობითიო". - თქვა ადვოკატმა მარიამ ჩხეიძემ.
8 ოქტომბერს სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ დავით სტურუას აღკვეთის ღონისძიებით სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ მას ბრალი 2 მუხლით წაუყენა - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად.
ავტორი: ექსპრესნიუსი,