|
2025-10-01 16:00:29, 2049 ნახვა
საზოგადოება
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ცნობილია - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, მასწავლებლების პროფესიის დაფასების მიზნით, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მთავარი მხარდამჭერია. 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ჟანა ხაჩატურიანი, ილია ჭავჭავაძის სახელობის, ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელი გახდა. წლევანდელი მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს ფინალისტები იყვნენ:
თითოეულ ფინალისტს საქართველოს ბანკისგან ფულადი ჯილდო - 5000 ლარი გადაეცა. კონკურსის გენერალური სპონსორისგან, „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან“ კი გამარჯვებულს 15 000 ლარი გადაეცემა. ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში საუკეთესო ათეული განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო უკვე 9 წელია ემსახურება მთავარ მიზანს აჩვენოს საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და რამდენად აუცილებელია მათი დაფასება და მხარდაჭერა. ამ დროის მანძილზე არაერთი გამორჩეული პედაგოგი გავაცანით საზოგადოებას, რომლებიც ყოველდღიურად ცვლიან მოსწავლეების ცხოვრებას უკეთესობისკენ, და წლევანდელი გამარჯვებულიც სწორედ ამის მაგალითია. ჯილდო არის მოტივაცია არა მხოლოდ მოქმედი მასწავლებლებისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც მომავალში ამ პროფესიის არჩევაზე ფიქრობენ”, - აღნიშნავს თამუნა გურგენიძე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დირექტორი. “საქართველოს ბანკისთვის, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ორგანიზაციისთვის, განათლების შესაძლებლობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა მასწავლებლებს ენიჭებათ. სწორედ ამ მიზნით, წელს ჩვენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მთავარი მხარდამჭერები ვართ. მინდა მივულოცო პირველ რიგში კონკურსის გამარჯვებულს და ფინალისტებს და მადლობა გადავუხადო მათ, განათლების სფეროში შეტანილი წვლილისათვის. თითოეულ მონაწილეს კარგად ესმის, რომ სწორედ მასწავლებლები განსაზღვრავენ ქვეყნის უკეთეს მომავალს, ამიტომ მინდა მოვუწოდო მათ, მომავალ წელს აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა კონკურსში, გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები და უფრო ფართო აუდიტორიას გააცნონ საკუთარი თავი”, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი. ინფორმაციისთვის, წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 142 მასწავლებელი ჩაერთო. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)