16:56 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-25 17:08:03, 1458 ნახვა

ეკონომიკა
Euromoney-მ თიბისი ბიზნესისთვის სავალუტო სერვისების მიმწოდებელ საუკეთესო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney - თიბისი კორპორატიული კლიენტებისთვის სავალუტო სერვისების მიმწოდებელ საუკეთესო ბანკად  დაასახელა საქართველოში. ჯილდო ბანკმა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მიიღო: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, მომხმარებელთა რაოდენობა, პროდუქტების მრავალფეროვნება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები.

თიბისი წლებია სავალუტო სერვისების მიწოდების კუთხით ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს და ბაზარზე 40%-ზე მეტი წილი უჭირავს. ბანკი 40 სხვადასხვა სექტორში 7000-მდე კორპორატიულ კლიენტს ემსახურება. გამოცდილი გუნდი კი კლიენტებს სექტორული სპეციფიკის გათვალისწინებით მათზე მორგებულ პროდუქტებს სთავაზობს. ინდივიდუალური მიდგომები მომხმარებლებს ბიზნესის წარმატებით მართვასა და სავალუტო რისკების დაზღვევაში ეხმარებათ.

თიბისის სავალუტო პროდუქტები სრულად ციფრულია, რაც კლიენტებს დროის დაზოგვაში ეხმარება. მომხმარებლების გამოცდილების გასაუმჯობესებლად კი ბანკმა 2025 წლიდან ახალი სერვისი - “კონვერტაციის კურსის შეთანხმება” - აამოქმედა. ფუნქციონალი კლიენტებს საშუალებას აძლევს, ტრანზაქციები მათთვის მისაღები პირობებით უმოკლეს დროში განახორციელონ.  

„თიბისი, როგორც ბიზნესის N1 მხარდამჭერი, მუდმივად ცდილობს სავალუტო პროდუქტების დახვეწას, რათა კიდევ უფრო გააუმჯობესოს მომხმარებლების გამოცდილება და მათ ინოვაციური გადაწყვეტილებები შესთავაზოს - Euromoney-ს ჯილდო კი ჩვენი ძალისხმევის საერთაშორისო აღიარებაა. ბაზარზე თიბისის ლიდერული პოზიცია ადასტურებს მომხმარებლების გრძელვადიან ნდობას ჩვენს მიმართ, რომლებიც კონვერტაციისა და სხვა გარიგებების წარმატებით დასახურად სწორედ ჩვენს არხებს ირჩევენ. ჩვენი გუნდი მუდმივად ცდილობს, მოერგოს კლიენტების საჭიროებებს და მისცეს მათ საშუალება, განახორციელონ ნებისმიერი სავალუტო წყვილის, ნებისმიერი ზომისა თუ სირთულის გარიგებები“, - ქეთევან კანდელაკი, თიბისის არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტის უფროსი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics