|
2025-09-12 21:56:51, 2164 ნახვა
სამართალი
„ჰექსოგენის საქმეზე“ ორივე ბრალდებულ უკრაინელს პატიმრობა შეუფარდეს
"ჰექსოგენის" შემოტანის საქმეზე დაკავებულ უკრაინელებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ | გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო. საქმეზე შემდეგი სხდომა 3 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ „გამოძიების სხვა ვერსიებთან ერთად“ არკვევს, არსებობს თუ არა კავშირი ამ ამბავსა და „4 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის“. დენის შურავლოვი უკრაინის მოქალაქეა. ის ოდესაში ცხოვრობდა. დაიბადა 1979 წლის 23 სექტემბერს. ის ბრალს არ აღიარებს. მიხაილო სკრუპსკიიც უკრაინის მოქალაქეა. ის ქალაქ ხმელინცკისში ცხოვრობდა. დაიბადა 1975 წლის 20 სექტემბერს. ადვოკატ დარეჯან ბარბაქაძის ცნობით, სკრუპსკიი ბოლო რვა წელია, გადამზიდავ კომპანიაში მუშაობს და რეგულარულად დადიოდა უკრაინიდან საქართველოში.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)