10:41 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-08 12:35:47, 1790 ნახვა

საზოგადოება
ქართული ოცნება სტანდარტებს დაამტკიცებს, რომელიც სახლის გადახურვას და შემოღობვას მათი აზრით, გემოვნებიანს გახდის

ძალიან მალე ჩვენ დავამტკიცებთ კონკრეტულ სტანდარტებს, რაც დაკავშირებულია შენობების ფასადების, ღობეების გადახურვის იერსახესთან, ფასადებიც, შემოღობვაც, გადახურვაც უნდა იყოს გემოვნებიანი, მოწესრიგებული, უნდა ერგებოდეს ბუნებას, ურბანულ ქსელს, ლანდშაფტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, როცა გაიცემა ახალი ნებართვა, ახალი შენობის აშენების კუთხით, ან რეაბილიტაციის კუთხით, ყველა შესაბამისი ნებართვა დაექვემდებარება სტანდარტებს. 

„კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მინდა შევეხო, უკავშირდება შენობების იერსახეს, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად. მადლობა მინდა გადავუხადო მარიამ ქვრივიშვილს, რომელმაც დააჩქარა ეს პროცესი და ძალიან წინ ვართ უკვე წასული. ძალიან მალე ჩვენ დავამტკიცებთ კონკრეტულ სტანდარტებს, რაც დაკავშირებულია შენობების ფასადების, ღობეების გადახურვის იერსახესთან. ფასადებიც, შემოღობვაც, გადახურვაც უნდა იყოს გემოვნებიანი, მოწესრიგებული, უნდა ერგებოდეს ბუნებას, ურბანულ ქსელს, ლანდშაფტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს თუ გადავხედავთ ჩვენ ჩვენს დასახლებებს, ზოგადად ჩვენი ლანდშაფტი არის ძალიან ლამაზი, თუმცა ხშირად შენობები ხელს არ უწყობს ესთეტიკური თვალსაზრისით იერსახის გალამაზებას, ამიტომ ჩვენ გვჭირდება კონკრეტული სტანდარტების დადგენა, რათა გაუმჯობესდეს არქიტექტურული გემოვნება, როგორც სოფლად, ასევე ქალაქად ჩვენ გვინდა მომავალში მივიღოთ უფრო მოწესრიგებული შენობა-ნაგებობები. ამ კუთხით ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს ჩარევა არის მნიშვნელოვანი და აუცილებელიც. აქედან გამომდინარე, ვთხოვე ეკონომიკის სამინისტროს დასახლებების ვიზუალური, ესთეტიკური და სხვა მახასიათებლების საერთო პრინციპებით რეგულირება, შესაბამისი სტანდარტების შემუშავება და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პრაქტიკულად უკვე დასრულების პროცესშია ეს სამუშაო და ძალიან მალე ეს სტანდარტები იქნება დადგენილი. როცა გაიცემა ახალი ნებართვა, ახალი შენობის აშენების კუთხით, ან რეაბილიტაციის კუთხით, ყველა შესაბამისი ნებართვა დაექვემდებარება სწორედ ამ სტანდარტებს და ვფიქრობ, რომ ეტაპობრივად წლიდან წლამდე, გაუმჯობესდება ჩვენი დასახლებების იერსახე. ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს შესაბამის პროფესიულ წრეებთან, მუშაობა არის დასკვნით ეტაპზე და საზოგადოებას ახლო მომავალში წარვუდგენთ შედეგებს. ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც წარმატებით უნდა განხორციელდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics