10:40 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-08 10:26:33, 1783 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 12 ნაკადი იწყება

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-12 ნაკადის მონაწილეთა მიღება დაიწყო. პროგრამა ამჯერად ბათუმში, 16, 17 და 18 სექტემბერს ჩატარდება. ეს რეგიონში მცხოვრებ ქალ მეწარმეებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ საკუთარ ბიზნეს იდეებზე და 360°-იანი მხარდაჭერა მიიღონ.

პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ხელშეწყობით ხორციელდება. მისი მიზანია, ქალი მეწარმეების გაძლიერება, მათთვის ცოდნის, გამოცდილებისა და პრაქტიკული რესურსების შეთავაზება, რაც იდეის რეალიზაციიდან ბიზნესის გამყარებამდე ყველა ეტაპს მოიცავს.

პროგრამის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია სამდღიანი ინტენსიური ვორკშოპი, რომელსაც წამყვანი სპეციალისტები ბათუმში გაუძღვებიან. ვორკშოპის პარალელურად, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სპეციალურად შემუშავებული ონლაინ კურსები businesscourse.ge-ზე და სერტიფიკატები მიიღონ. გარდა ამისა, მათ ექნებათ მუდმივი წვდომა დამატებით რესურსებსა და საინფორმაციო შეხვედრებზე, ისარგებლებენ როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური მხარდაჭერით, მიიღებენ ქოუჩინგს და გრანტის მოპოვების შესაძლებლობას.

პროგრამა ასევე ახალი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებასა და სხვა მეწარმეებთან გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს.

„საქართველოს ბანკისთვის მეწარმეების გაძლიერება და მათი ბიზნესის განვითარებაში მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, უკვე მე-12 ნაკადის ფარგლებში, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას ვაგრძელებთ, რომელიც ცოდნის, გამოცდილებისა და პრაქტიკული მხარდაჭერის ერთიან ეკოსისტემას ქმნის. გვჯერა, რომ პროგრამაში მონაწილე ქალები საკუთარი იდეების რეალიზაციას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში კიდევ უფრო დიდი წვლილის შეტანას შეძლებენ“ — აცხადებენ საქართველოს ბანკში.

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

აღსანიშნავია, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics