|
2025-09-03 18:29:57, 1673 ნახვა
სამართალი
ნიკა კაცია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ ცნო
აქციების დროს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნიკა კაცია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა მჭედლიშვილის განცხადებით, საქმეში არ არსებობს ნეიტრალური მტკიცებულები. მოსამართლემ მის მიერ მიღებულ განაჩენთან დაკავშირებით ვრცელი განმარტება გააკეთა. "რაც მევალებოდა და რა შესაძლებლობაც მქონდა, საპროცესო კოდექსის 191 პრიმა მუხლის შესაბამისად სპეციალური საგამოძიებო ორგანოს მივმართე [კაციას განცხადებასთან დაკავშირებით, მის მიმართ შეძლო დამამცირებელ მოქმედებებთან დაკავშირებით]. რაც შეეხება იმას, რასაც ბრალდების მხარე გედავებათ, მტკიცებულება უნდა შეფასდეს მისი ნეიტრალურობის და უტყუარობის შესაბამისად. სასამართლო მტკიცებულებათა ერთობლიობას აფასებს. ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომ ნარკოტიკული საშუალება ნიკოლოზ კაციას ეკუთვნოდა. დაცვის მხარის განმარტებით, ეს საშუალება ნიკოლოზ კაციას არ ეკუთვნოდა. სასამართლომ უნდა შეაფასოს დაცვის და ბრალდების მხარის მტკიცებულებები. სასამართლო პირადი ჩხრეკის ჩამტარებელი პირების ჩვენებებს აფასებს. ამასთან, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, შეეძლოთ თუ არა ნეიტრალური მტკიცებულება მოეპოვებინათ, როგორც ვიდეოჩანაწერი, ასევე ნეიტრალური მოწმის დასწრება. სასამართლო ხაზს უსვამს რომ მან ხელმოწერით დაადასტურა პირადი ჩხრეკის ნამდვილობა, ამასთან, მოწმეები ამბობდნენ, რომ წინააღმდეგობის გამო მათ ვერ შეძლეს ვიდეოს გადაღება. გამომძიებელს შეეძლო ადგილზე შეედგინა ოქმები და დამშვიდებულ ნიკოლოზ კაციას ხელი მოეწერა... ნიკოლოზ კაციამ ოქმზე მოაწერა ხელი, მისი სისწორე დაადასტურა, თუმცა, აღნიშნული ფაქტი უარყო და აღნიშნა, რომ სტრესული ფაქტის გამო, არ იცოდა, რას მოაწერა ხელი. დაცვის მხარის ვერსიით არსებობდა შესაძლებლობა, ჩხრეკას დასწრებოდა ნეიტრალური პირი. კიდევ ერთხელ და ათასჯერ აღვნიშნავ, პირადი ჩხრეკის ოქმს აწერს ნიკა კაცია და მის სისწორეს ადასტურებს, თუმცა, სასამართლოზე გაჩნდა ეჭვი, იყო თუ არა შესაძლებელი ნეიტრალური პირი ამ საგამოძიებო მოქმედებას დასწრებოდა. მოცემულ შემთხვევაში, არსებობს ეჭვი, რომ სამართალდამცავებს შეეძლოთ ეწარმოებინათ ვიდეოგადაღება, რაც ვერ განხორციელდა, მათ შეეძლოთ მოეწვიათ ნეიტრალური მოწმე",- განაცხადა მჭედლიშვილმა.
კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. რეჟიმი მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილს ედავებოდა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. კაცია ბრალს არ აღიარებს, დაცვის მხარე აცხადებდა, რომ ჟურნალისტს მისი აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამო, ნარკოტიკი ჩაუდეს
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)