19:38 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-12 12:22:28, 2080 ნახვა

სამართალი
სინდისის პატიმარს ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

საქალაქო სასამართლომ ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ სინდისის პატიმარს ბრალი  „პოლიციელზე თავდასხმა“, შედარებით მსუბუქი მსს კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით გადაუკვალიფიცირა. 

დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს. ადვოკატი ლაშა ცუცქირიძის თქმით, მოსამართლემ, ანატოლი გიგაურის მოქმედება არ შეაფასა, როგორც აუცილებელი მოგერიების ფარგლებში განხორციელებულ ქმედებად, რაც უფლებადამცველის განცხადებით, დაუსაბუთებელია.

საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდგომ, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისათვის ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო პოლიციელის წინააღმდეგობისათვის.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,რომ 2024 წლის 24 ნოემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებული თავს დაესხა შს სამინისტროს თანამშრომელს და ფიზიკურად იძალადა მასზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics