|
2025-07-23 11:16:14, 1540 ნახვა
ეკონომიკა
Mastercard ბიზნეს ბარათი საჩუქრად და 2%-იანი ქეშბექი – საქართველოს ბანკის კამპანია გრძელდება
საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და ციფრული სერვისების განვითარებას. ამ მიზნით, ბანკმა საჩუქრების კამპანია დაიწყო, რომელიც ბიზნეს მომხმარებლებისთვის არაერთ უპირატესობას აერთიანებს. კამპანიის ფარგლებში, ყველა მონაწილე ბიზნესს საჩუქრად გადაეცემა Mastercard ბიზნეს ბარათი, რომელზეც ნებისმიერი გადახდისას 2%-იანი ქეშბექი დაერიცხება (მაქსიმუმ 500 ლარამდე). ბარათის გამოყენება შესაძლებელია როგორც ყოველდღიური ხარჯებისთვის, ისე სხვადასხვა ციფრული თუ საოპერაციო საჭიროებისთვის. გარდა Mastercard ბარათისა, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ 3 თვის განმავლობაში საკომისიოს გარეშე გაააქტიურონ ბიზნეს ნაკრები M, რომელიც მოიცავს მოთხოვნად საბანკო სერვისებს: გადარიცხვებს შეღავათიანი ტარიფით, მეტ უფასო პროდუქტსა და კომუნალურ გადახდებს ყოველთვიურად, განაღდების მაღალ ლიმიტს და ა.შ. მომსახურების გააქტიურება შესაძლებელია საქართველოს საქართველოს ბანკის ციფრული არხების — ბიზნეს მობილბანკის და ინტერნეტბანკის — მეშვეობით. კამპანიაში ჩართულ ბიზნესებს ასევე შეუძლიათ აირჩიონ ერთი ბენეფიტი შემდეგიდან:
გარდა აღნიშნულისა, ყველა მომხმარებელი, რომელიც მინიმუმ 50 ლარიან გადარიცხვას განახორციელებს, მიიღებს:
გათამაშებაში მონაწილეობს როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში გადარიცხვები, მათ შორის — სახაზინო გადარიცხვებიც. „საქართველოს ბანკისთვის პრიორიტეტულია ბიზნესის მხარდაჭერა და მათი ყოველდღიური საქმიანობის გამარტივება. ამ მიზნით, ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ციფრულ სერვისებს, ვეძებთ ახალ გზებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის და უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის. სწორედ ამიტომაც, საჩუქრების კამპანიის ფარგლებში ჩვენ ბიზნესებს ვთავაზობთ არაერთ უპირატესობას, უფასო სერვისებისა თუ დამატებითი ფულადი რესურსების სახით. განსაკუთრებით ვამაყობთ იმით, რომ ბიზნესის დაწყების მსურველებს დღეს უკვე შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ბანკის ხუთ ფილიალში მიიღონ შპს-ს ან ინდ. მეწარმის სტატუსი და იქვე გახსნან ანგარიში, რითაც ავტომატურად ჩაერთვებიან კამპანიაში“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში. კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
Mastercard ბიზნეს ბარათის მიღება და კამპანიაში ჩართვა შესაძლებელია როგორც ბიზნეს მობილბანკიდან, ისე ინტერნეტბანკიდან. თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი — გახსენით ბიზნეს ანგარიში ონლაინ სულ რაღაც 2 წუთში.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)