22:40 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-15 15:42:02, 1592 ნახვა

საზოგადოება
ხანძრის რისკი იზრდება - ტყის ტერიტორიები 24 საათის განმავლობაში პატრულირდება

„ტემპერატურის მატებასთან ერთად, ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკი იზრდება, რის გამოც მეხანძრეები და მაშველები ტყის ტერიტორიებს 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

სამსახური მოქალაქეებს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ტემპერატურის მატება, რაც ზრდის ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკს. ამასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გააძლიერა მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით რისკის ზონებში. შესაძლო საფრთხეების პრევენციისა და თავიდან აცილების მიზნით, მეხანძრე-მაშველები და მაშველები ტყის ტერიტორიებს 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ ყველა საჭირო აღჭურვილობისა და ტექნიკის გამოყენებით.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა - არ აანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, ტყეებთან და მინდვრებთან ახლოს და არ დატოვონ ხანძარი უყურადღებოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები. „კვამლის ან ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში ნომერზე 112“, - ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics